კორონავირუსს უჟანგავი ფოლადი გაანადგურებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სწავლულებმა ჰონგ-კონგის უნივერსიტეტიდან, შექმნეს პირველი „ანტიკოვიდური“ უჟანგავი ფოლადი, რომელსაც საკუთარ ზედაპირზე ვირუსის განადგურება შეუძლია. მეცნიერებმა ფოლადის ქიმიური შემადგენლობა და მიკროსტრუქტურა დააკორექტირეს, რომელმაც მიიღო სპილენძის მეტი რაოდენობა. ეს მეტალი ცნობილია თავისი ანტიბაქტერიული თვისებებით. მკვლევართა თქმით, ახალ შენადნობს შეუძლია გაანადგუროს არა მხოლოდ კორონავირუსი SARS-COV-2, არამედ H1N1 - გრიპის ვირუსი და ნაწლავის ჩხირიც. ჩვეულებრივ, უჟანგავ ფოლადს ეს თვისებები არ აქვს - მის ზედაპირზე კორონავირუსი ორი დღის განმავლობაში სიცოცხლისუნარიანია. სწავლულები სიახლის დაპატენტებას აპირებენ და ფიქრობენ, რომ ეს „ანტიკოვიდური“ შენადნობი კარების სახელურების, ლიფტების ღილაკებისა და მოაჯირების დასამზადებლად გამოიყენონ.