ადამიანი-რობოტი შექმნეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კომპანიამ ნისლიანი ალბიონიდან - Engrineered Arts-მა, სუპერ-რეალისტური ჰუმანოიდი შექმნა, რომელსაც ადამიანის გამომეტყველების კოპირება შეუძლია. რობოტი Mesmer-ის პროექტის ფარგლებში შეიქმნა, ოპერაციულ სისტემას Tritium-ი აკონტროლებს. ჰუმანოიდის მართვა და პროგრამირება დისტანციურადაა შესაძლებელი. გარდა ამისა, რობოტები აღჭურვილნი არიან Tinman-ის პროგრამული უზრუნველყოფით, რომელიც მის მფლობელებს საშუალებას აძლევს, „ჭკვიანი მანქანის“ საშუალებით, გარშემომყოფებს ეკონტაქტონ. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მისი მართვა პროგრამირების დიდ ცოდნას არ მოითხოვს, ავტორიზაცია შესაძლებელია ბრაუზერის ან ნებისმიერი ინტერნეტ-მოწყობილობის გამოყენებით. ამ სიახლეს უკვე გამოეხმაურა „წლის ადამიანი“ - ილონ მასკი, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, ნამდვილი ანდროიდები მალე აქ იქნებიანო.