პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგო

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგო.

ირაკლი ღარიბაშვილი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საფლავი ყვავილებით შეამკო.

საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას დღეს 83 წელი შეუსრულდებოდა.