აქტიურად ვმუშაობთ კულტურის მიმართულებითაც, კარგი ურთიერთობა გვაქვს საქართველოს საელჩოსთან. პატივცემული ბატონი არჩილ კალანდია ხშირად მონაწილეობს ჩვენს კონფერენციებში და ჩვენც ხშირად გვიწვევს აქტივობებზე. გარდა ამისა, ჩვენ ხელს ვუწყობთ ჩინელ და ქართველ ახალგაზრდებს შორის კომუნიკაციას და აგრეთვე, ორგანიზებას ვუწევთ ტრენინგებს სხვადასხვა სფეროში. 2023 წლის 3 ივლისს პრეზიდენტმა სი ძინპინმა მილოცვა გაუგზავნა ცივილიზაციისა და ჯანმრთელობის დაცვის მესამე კონფერენციას და სინოლოგთა პირველ მსოფლიო კონგრესს, რომლის მასპინძელიც პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტია. 28 ივლისს პრეზიდენტმა სი ძინპინმა და პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ერთობლივად გამოაცხადეს ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის დაარსება. დღეს ჩვენ პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში მივესალმებით ქართველ პოეტს შოთა რუსთაველს. ეს ჩვენს გარემოს კიდევ უფრო მულტიკულტურულს გახდის. განსაკუთრებული წვლილისთვის აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ბიუსტის შემქმნელს, ბატონ იუენ სიქუნს, - ამის შესახებ პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ტუან ფენგმა განაცხადა.

მისივე თქმით, მომავალში რამდენიმე მიმართულებით იგეგმება მუშაობის გაგრძელება, მათ შორის ჩინეთ-საქართველოს განათლების სფეროში ურთიერთკავშირის გაღრმავება.

„მომავალში ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას: ნიჭიერი ახალგაზრდობის აღზრდის ფონზე, ჩინეთ-საქართველოს განათლების სფეროში ურთიერთკავშირის გაღრმავება. ჩვენი მინისტრის მოადგილე ვუ იანიც აქ არის დღეს. შემდეგ ეტაპზე, განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობით, განვსაზღვრავთ ჩვენს პოზიციას, მიზნად დავისახავთ მსოფლიო დონის ენობრივი უნივერსიტეტის აშენებას და მრავალ კარგ საქმეს გავაკეთებთ საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის ფარგლებში. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ საერთაშორისო მასშტაბით ჩინური ენის სწავლებისთვის, ასევე სინოლოგიასა და ჩინურ კვლევებში, რეგიონალურ და ქვეყნის კვლევებსა და ენათმეცნიერებაში და შევეცდებით ავაშენოთ მსოფლიო დონისა და მაღალი კლასის საგანი როგორც აკადემიური დისციპლინა. ჩვენ შევქმნით ჩინეთ-საქართველოს საუნივერსიტეტო ალიანსს, ვიკისრებთ პასუხისმგებლობას და მხარს დავუჭერთ ჩინელი კოლეგების ბაზის შექმნას საქართველოში და უკეთეს მომავალს შევუქმნით ჩინეთსა და საქართველოს განათლების სფეროში. მეორე რიგში, ენისა და კულტურის ხიდად აღქმა ჩინურ და ქართულ ცივილიზაციებს შორის დიალოგის პლატფორმის გაფართოებისთვის წაგვადგება. ასეთი გაცვლის ნორმალიზებისთვის რეგულარულად გაიმართება სხვადასხვა კულტურული დღეები/კვირეულები, ისევე როგორც პატარა ბარი, - კაფეში, სადაც დღეს ვიკრიბებით ხოლმე, ბევრი ქართული სასმელია. ეს რეალურად არის ორ ცივილიზაციას შორის ურთიერთსწავლების მცირე მინიატურა. მესამე, ჩინეთსა და საქართველოს შორის ხალხთა შორის გაცვლის ხელშეწყობა მოხდება ახალგაზრდების გაცვლის საფუძველზე. ჩვენ მოვუწოდებთ ორი ქვეყნის ახალგაზრდებს ეწვიონ ერთმანეთის ქვეყნებს და ჩაატარონ მეტი ახალგაზრდული ფორუმი ჩვენი მეგობრობის საერთო-სახალხო მხარდაჭერის განსამტკიცებლად. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მისი დელეგაციის ვიზიტი ქვეყნის ლიდერის პირველი ვიზიტია პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის (BLCU) დაარსების შემდეგ. ის აუცილებლად შევა პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის (BLCU,) ისტორიაში და გახდება მნიშვნელოვანი ეტაპი ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის ხელშეწყობაში. მივიჩნიოთ ეს როგორც ახალი ათვლის წერტილი და ხელი შევუწყოთ ჩვენს ცივილიზაციებს შორის ურთიერთსწავლის მეტაფორული ხიდის მშენებლობასა და ჩინეთსა და საქართველოსთვის ნათელი მომავლის შენებას. 1962 წლიდან, დაარსების დღიდან, ჩვენი უნივერსიტეტი უშუალოდ განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ჩვენი მიზანია, რომ ენის კვლევებში მსოფლიო ლიდერები გავხდეთ. მადლობა ყველას!,“-აღნიშნა უნივერსიტეტის პრეზიდენტმა.

თქვენო აღმატებულებავ, პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, თქვენო აღმატებულებავ, ვიცე-პრემიერო, თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს ელჩო, პატივცემულო ჩინეთის განათლების მინისტრის მოადგილევ, თქვენო აღმატებულებავ, ჩინეთის ელჩო, ქალბატონებო, ბატონებო, მეგობრებო, მოგესალმებით! ცნობილმა ქართველმა პოეტმა შოთა რუსთაველმა თქვა: „ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“. მისი ბიუსტი დღეს პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის კამპუსშია, იგი ჩინეთ-საქართველოს მეგობრობას განასახიერებს. ის ასევე წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის ჩინური და ქართული ცივილიზაციის სიღრმისეული ურთიერთსწავლების სიმბოლოს. “როცა მეგობრები შორეული მხარიდან მოდიან, ბედნიერება არ არის?“ დიდი პატივია, რომ „პატარა გაეროდ“ წოდებულ ამ უნივერსიტეტში, „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის მე-10 საიუბილეო წელს, მივესალმო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და მის დელეგაციას. უპირველეს ყოვლისა, პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის, იმ ერთადერთი უნივერსიტეტის, რომლის სახელიც ენასთანაა დაკავშირებული და განათლების სამინისტროს ექვემდებარება, მინდა თბილად მივესალმო მის აღმატებულება პრემიერ-მინისტრს და გამორჩეულ სტუმრებს საქართველოდან, მინისტრ ვუ იენთან და ელჩ ჭოუ ციენთან ერთად, - ამის შესახებ პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ტუან ფენგმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჩინეთსა და საქართველოს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ და ურთიერთობები დღითი დღე აქტიურდება.

„პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტმა დაარსებიდან ბოლო 60 წლის განმავლობაში დაამყარა ფართო თანამშრომლობა 406 უნივერსიტეტთან და საგანმანათლებლო დაწესებულებასთან მსოფლიოს 76 ქვეყანასა და რეგიონში; მსოფლიო მასშტაბით დააარსა 22 კონფუცის ინსტიტუტი და საკლასო ოთახი; აგრეთვე, მოამზადა 300 000 ჩინურენოვანი სამშვიდობო წარმომადგენელი მსოფლიოს 189 ქვეყნისა და რეგიონისთვის. ჩვენს უნივერსიტეტს მრავალი გამოჩენილი კურსდამთავრებული ჰყავს, მათ შორის, ეთიოპიის ყოფილი პრეზიდენტი მულატუ, ყაზახეთის პრეზიდენტი ტოკაევი, ტაილანდის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და სხვა მსოფლიო ლიდერები. ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შორის არიან ნობელის პრემიის ლაურეატები, ჩინეთში მყოფი დიპლომატები, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ჩინური დეპარტამენტის დირექტორი პროფესორი მარინა, საქართველოს სინოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი და ა.შ. ამჟამად ჩვენთან 4 ქართველი სტუდენტი სწავლობს მაგისტრატურაზე. ისინი არა მხოლოდ გამორჩეული სტუდენტები არიან, არამედ ჩინურ-უცხოური კულტურის ხიდის მშენებლებიც. ისინი ჩვენი და თავიანთი ქვეყნების სიამაყეები არიან. ჩვენ ყველა ჩვენი სტუდენტის სახელს უნივერსიტეტის ისტორიაში ვწერთ. ჩინეთსა და საქართველოს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. ურთიერთობები დღითი დღე აქტიურდება. ჩვენ ავაშენეთ თანამშრომლობის ხიდი, რათა ხელი შევუწყოთ ჩინური განათლების მდგრად განვითარებას საქართველოში. ჩვენი უნივერსიტეტი უკვე თანამშრომლობს თბილისის უნივერსიტეტთან და სხვა უმაღლეს საგანმანათლბელო დაწესებულებებთან. ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩინური ენის სტანდარტების ჩამოყალიბების მიმართულებით, განათლების კვლევების სფეროში. საქართველოში ჩინური განათლების განვითარებისთვის არ ვიშურებთ ძალისხმევას,“- აღნიშნა პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა.

ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან საგანმანათლებლო თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამების  განვითარებას, - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილემ უ იენმა განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრების ლი ციანგისა და ირაკლი ღარიბაშვილის თანდასწრებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების  მინისტრი ჰუაი ძინპენგი და საქართველოს განათლების მინისტრი ამილახვარი ერთობლივად მოაწერენ ხელს თანამშრომლობის მემორანდუმს ჩინური ენის სწავლების სფეროში  თანამშრომლობის შესახებ.

„ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან საგანმანათლებლო თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამების  განვითარებას. სამომავლოდ, ორი მთავრობის მხარდაჭერით, ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ საქართველოსთან ოთხ სფეროში, რათა  საგანმანათლებლო თანამშრომლობა უფრო ფართო მასშტაბით განვახორციელოთ, მეტად და უფრო მაღალ დონეზე გავშალოთ.

პირველ რიგში, ჩვენ გავხსნით ახალ პერსპექტივებს ჩინეთსა და საქართველოს შორის ენობრივი თანამშრომლობისთვის. ხვალ დილით პრემიერ-მინისტრების ლი ციანგისა და ირაკლი ღარიბაშვილის თანდასწრებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების  მინისტრი ჰუაი ძინპენგი და საქართველოს განათლების მინისტრი ამილახვარი ერთობლივად მოაწერენ ხელს თანამშრომლობის მემორანდუმს ჩინური ენის სწავლების სფეროში  თანამშრომლობის შესახებ. ეს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გააღრმავებს ჩინეთსა და საქართველოს შორის ენობრივ თანამშრომლობას.  ასევე ვიმედოვნებთ, რომ საქართველო მტკიცედ დაუჭერს მხარს ჩინურ უნივერსიტეტებში ქართულის სწავლებასა და კვლევას, ისევე როგორც პროფესიონალთა მომზადებას.

მეორე რიგში, ჩვენ შევქმნით ჩინეთ-საქართველოს საგანმანათლებლო თანამშრომლობის ახალ მექანიზმს. ვვარაუდობთ, რომ მხარეებმა ხელი მოაწერონ ახალ თანამშრომლობის შეთანხმებას   აკადემიური კვალიფიკაციებისა და ხარისხების ურთიერთაღიარების შესახებ ახალი თანამშრომლობის საჭიროებათა შესაბამისად, რათა  პოლიტიკას ჩაეყაროს  საფუძველი  განათლების სფეროში შეუფერხებელი  თანამშრომლობისთვის. შემოთავაზებულია,  რომ ორივე მხარემ შექმნას მრავალი პლატფორმა საგანმანათლებლო თანამშრომლობის მექანიზმებისთვის და პრიორიტეტი მიანიჭოს ჩინეთ-საქართველოს უნივერსიტეტების ალიანსის შექმნას.

და მესამე,  შევისწავლით ჩინეთ-საქართველოს საგანმანათლებლო თანამშრომლობის ახალ მოდელს. ჩვენ გვყავს 290 მილიონზე მეტი სტუდენტი, 18 მილიონზე მეტი მასწავლებელი და საგანმანათლებლო სისტემა 230-მილიონიანი მოსახლეობით. ასე რომ, ჩინეთი ყველაზე დიდი განათლების სისტემაა მსოფლიოში. ეფექტურობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, შემოთავაზებულია, რომ მხარეებმა მიიღონ ახალი მოდელი თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის. ჰუნანის პროვინცია და საქართველო შეიძლება ჩაითვალოს საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაძლიერებისკენ მიმართულ მხარეებად. 68 მილიონი მოსახლეობით, ჰუნანი არის დიდი და ძლიერი პროვინცია განათლების სფეროში და  კარგი საფუძველი აქვს  საქართველოსთან საგანმანათლებლო თანამშრომლობისთვის. ჩინეთი მზადაა მხარი დაუჭიროს ჰუნანს, რათა მან  იქონიოს  საგანმანათლებლო თანამშრომლობა საქართველოსთან და შექმნას  თანამშრომლობის მაღალი სტანდარტი.  ჩვენ მხარს დავუჭერთ პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტს (BLCU), ისევე როგორც სხვა ეროვნულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რათა მათ განახორციელონ თანამშრომლობა საქართველოსთან და დასახონ  თანამშრომლობის უპირატესობები და სწორი პარამეტრები.

მეოთხე, შევქმნით ახალ მაჩვენებლებს ჩინეთ-საქართველოს განათლების უწყებათა  თანამშრომლობაში. ჩინეთსა და საქართველოს თანამშრომლობის დიდი საჭიროებები აქვთ  ციფრული განათლების, პროფესიული სწავლების, ზოგადი უმაღლესი განათლების, ენის სწავლების და სხვა სფეროებში. შემოთავაზებულია ზემოაღნიშნულ სფეროებში თანამშრომლობის მიმართულებების   სახელმძღვანელო ინსტრუმენტად გარდაქმნა, ჩინეთ-საქართველოს საგანმანათლებლო თანამშრომლობის ხარისხისა და დონის ყოვლისმომცველი გაუმჯობესება, ერთობლივი ხელშეწყობა ორ ქვეყანაში განათლების განვითარებისა და მშენებლობისათვის. საზოგადოების საერთო მომავლის შენება კაცობრიობისთვის!

დაბოლოს, თქვენს აღმატებულება პრემიერ-მინისტრსა და ყველა პატივცემულ სტუმარს ვუსურვებ ჯანმრთელობას და წარმატებებს“,  - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილემ.

ანაკლიაში ახალგაზრდულ ბანაკს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი -გიორგი ოსაძე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს უფროსი - ივანე კაციტაძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ესტუმრნენ.
ახალგაზრდებთან შეხვედრა კამპანია - ,,ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში განხორციელდა, სადაც სტუმრებმა 200-მდე ახალგაზრდას ინფორმაცია მიაწოდეს მართლწესრიგთან დაკავშირებით მათთვის საჭირო და აქტუალურ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ბავშვთა უფლებების, ნაადრევი ქორწინების და მისი ზიანის, ძალადობის, ბულინგის, კიბერჰიგიენის, სამართალდამცავ უწყებასთან დროული თანამშრომლობის მნიშვნელობასა და დანაშაულის პრევენციის შესახებ.
შეხვედრაზე ყურადღება სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზეც გამახვილდა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ახალგაზრდებთან შეხვედრის მიზანს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.
ახალგაზრდული ბანაკი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ფუნქციონირებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო შემეცნებითი კამპანიის - „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, ახალქალაქის ცენტრალურ პარკში საზოგადოებრივი ღონისძიება გაიმართა

ღონისძიებას დაესწრნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ბუხრაშვილი, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში - ბესიკ ამირანაშვილი და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. კამპანიის ფარგლებში, სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობები ჩატარდა. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის, მომსახურების სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციის, სასაზღვრო პოლიციის, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, დაცვის პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საქმიანობას, ასევე, დაათვალიერეს აღნიშნული დანაყოფების აღჭურვილობა და სპეცტექნიკა. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად სხვადასხვა გასართობ და შემეცნებით აქტივობაში მიეღოთ მონაწილეობა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საპატრულო პოლიციისდეპარტამენტის დირექტორთან ვაჟა სირაძესთან, მის მოადგილეებთან და ამავედეპარტამენტის თბილისისა და რეგიონების მთავარი სამმართველოებისუფროსებთან სამუშაო თათბირი გამართა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საპატრულოპოლიციის დეპარტამენტის ფუნქციონალური გაუმჯობესების მიზნითგანხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და მიმდინარე რეფორმებზე.

სამუშაო თათბირზე აღინიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობსპოლიციელებისთვის სამუშაო პირობების, საპოლიციო ინფრასტრუქტურისგაუმჯობესებას და ავტოპარკის განახლებას.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა შინაგან საქმეთამინისტრს ინფორმაცია მიაწოდეს მათ სამოქმედო ტერიტორიაზე დანაშაულისპრევენციის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და საგზაო მოძრაობისუსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე.

ვახტანგ გომელაურმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებსსამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა.

მინისტრმა მათ გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ვაჟა სირაძესთან, მის მოადგილეებთან და ამავე დეპარტამენტის თბილისისა და რეგიონების მთავარი სამმართველოების უფროსებთან სამუშაო თათბირი გამართა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ფუნქციონალური გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და მიმდინარე რეფორმებზე.
სამუშაო თათბირზე აღინიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს პოლიციელებისთვის სამუშაო პირობების, საპოლიციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ავტოპარკის განახლებას.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა შინაგან საქმეთა მინისტრს ინფორმაცია მიაწოდეს მათ სამოქმედო ტერიტორიაზე დანაშაულის პრევენციის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე.
ვახტანგ გომელაურმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა.
მინისტრმა მათ გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შსს-ს აკადემიის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, ზურაბ ზუბადალაშვილი წარუდგინა.
ალექსანდრე დარახველიძემ ახლადდანიშნულ რექტორთან ერთად აკადემიის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები განიხილა.
ზურაბ ზუბადალაშვილი შსს-ს აკადემიის რექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.
ზურაბ ზუბადალაშვილი უწყებაში 24 წლის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა.

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს – იშიძუკა ჰიდეკს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა იაპონიის ელჩს საქართველოში დიპლომატიური საქმიანობის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
მხარეებმა საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ ნაყოფიერ ურთიერთობებზე ისაუბრეს და სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების საკითხი განიხილეს.
ვახტანგ გომელაურმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში იაპონიის მხარის მიერ შეტანილი წვლილისთვის. ამ მიმართულებით მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მხარდაჭერასა და იაპონიის მხარის მიერ განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს სამოქალაქო უსაფრთხოების სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით არსებული ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა. ვახტანგ გომელაურმა ასევე ყურადღება გაამახვილა შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაყოფიერ თანამშრომლობაზე იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (JICA).
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობა და ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

 

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი - აბდულა არიპოვი, დელეგაციასთან ერთად საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ ”112”-ს ეწვია.


ადგილზე სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა და „112“-ის ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.


დელეგაციის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ ცენტრის მუშაობის ძირითადი მიმართულებების შესახებ, მათ შორის, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის, ასევე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მოქმედი ვიდეო-მეთვალყურეობის სისტემებისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით დანერგილი ელექტრონული მონიტორინგის სისტემის შესახებ.


ვიზიტის დასასრულს, დელეგაციის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის.