მავნე ჩვევაზე უარი სიცოცხლეს ახანგრძლივებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელმა სწავლულებმა კაროლინას უნივერსიტეტიდან, მასშტაბური კვლევა ჩაატარეს იმის გასარკვევად, როგორ შეიძლება გაიხანგრძლივოს ადამიანმა სიცოცხლე. სპეციალისტებმა გააანალიზეს დანიის, ფინეთისა და შვედეთის მოქალქეების სიცოცხლის ხანგრძლივობა. 20-წლიანი დაკვირვების პერიოდში, ყველანაირი დაავადებებისგან სიკვდილიანობა გაცილებით მაღალი იყო ალკოჰოლის მოყვარულთა ჯგუფში. აღმოჩნდა, რომ სასმელის მოყვარულებში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 28 წლით მცირდებოდა. მედიკოსები გვაფრთხილებენ, რომ ალკოჰოლი ნეგატიურ გავლენას ახდენს ტვინის, გულისა და ღვიძლის მუშაობაზე. სპირტიანი სასმელების რეგულარული მიღება კი ზრდის სხვადასხვა სახის სიმსივნის განვიტარების რისკს. ალკოჰოლიზმი ხდება ჭკუასუსტობის, იმპოტენციისა და უნაყოფობის მიზეზი.