პეკინში ვაქცინაცია სავალდებულოა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩინეთის დედაქალაქში მოქალაქეები საზოგადოებრივ ადგილებში შესვლას აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე ვერ შეძლებენ, - ამ ინფორმაციას CNN ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ეს გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში რამდენიმე დღის წინ შევიდა, „ომიკრონის“ ქვევარიანტის გავრცელების შესაჩერებლად მიიღეს. მოქალაქეებს ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ისეთ ადგილებში მოუწეთ, როგორებიცაა კინოთეატრები, ბიბლიოთეკები, მუზეუმები, სტადიონები, სპორტდარბაზები. გამონაკლისი შეეხება იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც ვაქცინაცია არ შეიძლება.