კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატს მიაგნეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა აშშ-დან, შვეიცარიიდან და   ჩინეთიდან აღმოაჩინა პრეპარატი, რომელიც ჩვეულებრივ, ონკოლოგიური დაავადებების დროს გამოიყენება და რომელსაც შეუძლია იმოქმედოს COVID-19-სა და სხვა ვირუსებზეც. სწავლულთა დასკვნები ჟურნალ ACS Infectious Diseases-ში გამოქვეყნდა. კორონავირუსული ინფექციის თერაპიის არსებული მეთოდები ჯერ კიდევ შორსაა სრულყოფილებისგან, რადგან მუშაობის გარკვეული ნიუანსები ახასიათებთ, ამიტომ მთელი მსოფლიოს სპეციალისტები ახალ გზებს ეძებენ მკურნალობისთვის. ერთ-ერთი ასეთი ვარიანტი შეიძლება გახდეს სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატი აპრატოკსინ S4, რომელიც ადამიანის ცილებზე მუშაობს და ხელს უშლის ბევრი ვირუსის რეპლიკაციას. კოვიდით დაავადებული მაიმუნებისა და ადამიანების უჯრედებზე ჩატარებული ექსპერიმენტებისას, სწავლულებმა გაარკვიეს, რომ აპრატოკსინი დაინფიცირებული უჯრედების რაოდენობას უფრო მნიშვნელოვნად ამცირებს, ვიდრე არსებული ვირუსიის საწინააღმდეგო პრეპარატები. თავისი ეფექტიანობა აჩვენა მან ასევე A-ტიპის გრიპის ვირუსის, ზიკას ვირუსის, დენგესა და დასავლეთ ნილოსის ვირუსების წინააღმდეგაც.