ფულის ტორტი საჩუქრად

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მალაიზიაში მცხოვრებმა საკუთარ დას დაბადების დღეზე ფულისგან გაკეთებული ტორტი აჩუქა. ფასიანი ქაღალდის ქმნილება სიმაღლეში ერთ მეტრზე მეტი იყო, მის აწყობას კი 11 ათასი დოლარი დასჭირდა. ფულის ტკბილეული 9 იარუსად განლაგებული კუპიურებისგან შედგებოდა. კოკო ტონგმა ის დას, ვივიანს აჩუქა, რომელსაც 26 წელი შეუსრულდა. იუბილარმა ამ მოვლენის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რასაც არაერთგვაროვანი კომენტარები მოჰყვა. მომხმარებელთა უმრავლეობას მიაჩნია, რომ ამ ფულის დახარჯვა უფრო სასარგებლო რამეზე შეიძლებოდა, ზოგს კი ეს სიურპრიზი მოეწონა და საკუთარ ახლობლებს ასეთივე საჩუქრის გაკეთებისკენ მოუწოდა.