წყურვილის გარეშე, წყლის დალევა საზიანოა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თურქი სწავლულები აცხადებენ, რომ დიდი რაოდენობით წყლის მიღება, რასაც ბევრი სპეციალისტი თავგამოდებით გვირჩევს, სინამდვილეში, ვნებს ორგანიზმს. ნეფროლოგების თქმით, სითხე რეცხავს და გამოდევნის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელ ელემენტებს. კერძოდ, გამოიდევნება ნატრიუმი, რომელიც ადამიანის სისხლში, ნორმაში 135-145 მლ/მოლს უნდა შეადგენდეს ლიტრზე. თურქი ექსპერტების თქმით, ნატრიუმის უკმარისობის დროს, შესაძლოა, ადამიანი წყლით მოიწამლოს. ნატრიუმის შევსებას ზოგი მარილის დიდი რაოდენობით მიღებით ურჩევს, თუმცა გულითა და თირკმელებით დაავადებულ ადამიანებს ამით გამოუსწორებელი ზიანი მიადგებათ. არც ის მოსაზრებაა სწორი, თითქოს, დიდი რაოდენობით წყლის მიღება წონის დაკლებას უწყობს ხელს, - აღნიშნავენ სპეციალისტები.