თოლიამ 17 კილო ყველი მოიპარა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნისლიან ალბიონზე, პეინტონის ერთ-ერთი სუპერმარკეტი სისტემატური ძარცვის მსხვერპლი გახდა. როგორც გაირკვა, პროდუქტებს თოლია იპარავდა. Tesco Extra-ს გამყიდველებმა რამდენჯერმე შენიშნეს, როგორ შეფრინდა „ქურდი“ ფრინველი სავაჭრო დარბაზში, ავტომატური კარის გავლით, ადამიანებთან ერთად. შენობაში თოლია თაროებიდან პროდუქტს სტაცებდა ნისკარტს, უფრო ხშირად ყველს და გარეთ იმავე მეთოდით გადიოდა. ერთი წლის განმავლობაში, ამ დაუპატიჟებელმა სტუმარმა 17 კილოგრამზე მეტი ყველი მოიპარა. ბოლოს ის მინი-ჩედერის პაკეტით დააფიქსირეს მაღაზიის კლიენტებმა. გაუმაძღარი ფრინველის მიერ მიყენებული ზარალი, დაახლოებით, 300 გირვანქა სტერლინგია.