გაზიანი სასმელი კიბოს წინააღმდეგ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ოქსფორდისა და ოლსტერის უნივერსიტეტების სპეციალისტები ახალ გაზიან სასმელზე მუშაობენ, რომელმაც სიმსივნური წარმონაქმნები სხივური და ქიმიოთერაპიის მიმართ უფრო მოწყვლადი უნდა გახადოს. საქმე ის არის, რომ ზოგიერთი სიმსივნე ადაპტირებას ახდენს ნაკლებჟანგბადიან გარემოში. ეს კი მათ პრეპარატების მიმართ უფრო მდგრადს ხდის. სასმელი, რომელზეც ბრიტანელი სწავლულები მუშაობენ, ბუშტუკებით იქნება გაჯერებული და მათ სიმსინე უნდა „გამოკვებონ“ ჟანგბადით. ეს კი გზას გაუხსნის წამლებსა და სხივურ თერაპიას. აღსანიშნავია, რომ სასმელი უკვე წარმატებით გამოსცადეს ლაბორატორიულ თაგვებზე. მკვლევარები აცხადებენ, რომ სასმელი უპირველესად კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს მკურნალობისთვის იქნება განკუთვნილი.