ვისია ყველაზე გემრიელი სამზარეულო

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რა თქმა უნდა, იტალიის! ამას ადასტურებს კულინარული ონლაინ-გზამკვლევის საიტზე testatlas.com გამოქვეყნებული რეიტინგი, რომლის მიხედვითაც, მსოფლიოში ყველაზე გემრიელი სამზარეულო გამოავლინეს. საიტის მიხედვით, ამ ქვეყნის „ვარსკვლავური“ კერძებია „ფოკაჩა ბარეზე“ - ეს ხორბლის ერთგვარი ლავაშია, პომიდორებით, ასევე, „ნიოკო ფრიტო“ - ლომბარდიული სადღესასწაულო პური. აღმოჩნდა, რომ სწორედ ამ კერძებით მოუხიბლავს იტალიას მილიონობით ტურისტი.

რეიტინგში მეორე ადგილი საბერძნეთს ერგო, მესამეზე კი ესპანეთია. ლიდერთა სამეულს ჩამორჩება რუმინეთი - მისი მეოთხე ადგილი „ტოკიტურამ“ (ღორის ხორცის რაგუ), ბადრიჯნისა და წითელი წიწაკის პასტამ და ასევე, საქონლის ხორცის სალათმა განაპირობა. საუკეთესო სამზარეულოების ხუთეულში მოხვდა მექსიკაც. ტოპ-ათეულში შედის, ხორვატიული, ფრანგული, იაპონური, პორტუგალიური და ბულგარული სამზარეულოები. მსოფლიოში სახელგანთქმული ქართული სამზარეულო, Taste Atlas-ის რეიტინგში, მხოლოდ 28-ე ადგილზე აღმოჩნდა.