მარიუპოლის შემდეგ, სავარაუდოა, რომ რუსეთი თავის ძალებს დონბასში გადაიყვანს - ბრიტანეთის დაზვერვა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განახლებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, მარიუპოლზე კონტროლის აღების შემდეგ, ჯარებს დონბასში გადაიყვანს მისი სამხედრო ოპერაციების მხარდასაჭერად. რუსეთს ეს შავი ზღვის პორტის დასაცავად სჭირდება.

დაზვერვის მონაცემებით, რუსულ ძალებს, რომლებიც მარიუპოლში იბრძოდნენ, უკრაინელების მტკიცე წინააღმდეგობის შემდეგ ხელახალი აღჭურვა, განახლება სჭირდებათ. ბრიტანეთი ამბობს, რომ ეს შეიძლება ხანგრძლივი პროცესი იყოს.

"თუმცა, რუსი მეთაურები ზეწოლის ქვეშ არინ, რათა აშკარად მიაღწიონ ოპერატიულ მიზნებს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, გადაანაწილებს თავის ძალებს ადეკვატური მომზადების გარეშე, რაც საფრთხეს უქმნის მომავალში მათ უსაფრთხოებას", - წერია ანგარიშში.

დაზვერვა, ასევე, წერს, რომ მარიუპოლში, აზოვსტალის ფოლადის ქარხნიდან, სავარაუდოდ, 1 700 უკრაინელი ჯარისკაცი გაიყვანეს. მათივე განცხადებით, უცნობია, ზუსტად რამდენი უკრაინელი რჩება იქ.