ლაყე კვერცხი წამალია?

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სწავლულებმა ექსეტერის უნივერსიტეტიდან, გაარკვიეს, რომ წყალბადის სულფიდი (ლაყე კვერცხს არასასიამოვნო სუნს აძლევს) შესაძლოა, გულის, თირკმელების, თვალისა და დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენონ. მკვლევარებმა შესაბამისი ცდები ლაბორატორიულ თაგვებზე ჩაატარეს და შედეგები მეტად დამაიმედებლი აღმოჩნდა. მათ ცხოველთა უჯრედებში წყალბადის სულფიდის ძალიან მცირე დოზები შეჰყავდათ. სპეციალისტები აპირებენ, ახლა კლინიკური ცდები ჩაატარონ. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ შერჩევითი ზემოქმედებისას, საკმარისია პრეპარატის მინიმალური თერაპევტული დოზები. წყალბადის ზეჟანგს მიტოქონდრიები „საწვავად“ იყენებენ, რაც მეტაბოლიზმის შენარჩუნების  საშუალებას აძლევთ. როცა ეს „საწვავი“ არ არის, უჯრედი, სისხლძარღვები და ქსოვილები ზიანდება. სწავლულები აპირებენ, კვლევების შედეგების მიხედვით, შესაბამისი პრეპარატები შექმნან.