თურქმენებს ბოტოქსიც აუკრძალეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სხვადასხვა ქალაქებში, ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები სილამაზის სალონებში დადიან, სადაც კოსმეტოლოგიურ მომსახურებასთან დაკავშირებით, ახალ აკრძალვებს აცნობენ ქალებსა და გოგონებს. აკრძალვის დარღვევის გამო, სალონების მფლობელებს მსხვილი ჯარიმა და 15-დღიანი პატიმრობა ელით. აკრძალვა კი ეხება ისეთ მომსახურებას, როგორიცაა ბოტოქსის ინექცია, სახეზე ნაოჭების გაქრობა, წამწამების დაგრძელება, ტუჩების გადიდება და შილაკიც კი. გარეგნობასთან დაკავშირებული აკრძალვები თურქმენეთში 2018 წლიდან მოქმედებს. უფრო კონკრეტულად, თურქმენ ქალბატონებს ეკრძალებათ მოკლე და შემოტკეცილი კაბების ტარება, კოსმეტიკის გამოყენება და თმის გაღიავება.