ჩილეს პრეზიდენტი ღარიბ უბანში დასახლდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩილეს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, გაბრიელ ბორიჩმა სანტიაგოს ღარიბი უბნების მოსახლეობის კრიმინალებისგან დაცვა გადაწყვიტა. მათ გადასარჩენად, პრეზიდენტი ერთ-ერთ ასეთ უბანში - ეგრეთ წოდებულ, გეტოში დასახლდა. ახლა დედაქალაქის კრიმინალურ ქუჩებში, ქვეყნის მეთაურის უსაფრთხოების დასაცავად, უამრავი სამართალდამცავი დადის, ბანდიტები კი სახლებში სხედან. 36 წლის ბორიჩმა, გასული წლის დეკემბერში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, უფლებამოსილების შესრულებას კი მარტიდან შეუდგა. გაბრიელ ბორიჩი, ბოლო ორასი წლის განმავლობაში, ჩილეს ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტია.