მრავალჯერადი ქაღალდი შექმნეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სინგაპურელმა სწავლულებმა ჰიპოალერგიული, მრავალჯერადი ქაღალდი მცენარეული მტვრისგან შექმნეს - ის ბეჭდვის რვა ციკლსა და ტექსტის წაშლას უძლებს. ახალი მასალა უამრავ ტყეს გადაარჩენს გაჩეხვისგან, ხოლო მისი წარმოება გარემოსთვის უსაფრთხოა. დღეს არსებული ხე-ტყის მასალის 40% ქაღალდის წარმოებაზე მოდის, გარდა ამისა, მის დასამზადებლად მაღალ ტემპერატურასა და ქიმიურ ნივთიერებებს იყენებენ, რაც დიდ ზიანს აყენებს ატმოსფეროს. სპეციალისტებმა ახალი ტექნოლოგიით 0.03 მილიმეტრის სისქის ქაღალდი მიიღეს. ის ძმარმჟავით დაამუშავეს, რათა ტენიანობის შეწოვა აეცილებინათ თავიდან.