ბედნიერი პროფესიებიც გამოავლინეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბრიტანელმა მეცნიერებმა, ზიანის მომტანი თუ უჩვეულო პროფესიების რეიტინგის შედგენის შემდეგ, გადაწყვიტეს, ბედნიერი პროფესიებიც გამოევლინათ. მათ საზოგადოებრივი აზრი გამოიკითხეს და გაარკვიეს, რომ ნისლიან ალბიონზე, ყველაზე ბედნიერ პროფესიებიად პარიკმახერობა და კოსმეტოლოგობა ითვლება. სიაში ბოლო ადგილები მშენებლებმა და ბანკის თანამშრომლებმა დაიკავეს, რადგან ისინი სხვებზე მეტად ყოფილან უკმაყოფილოები საკუთარი სამსახურით. გამოკითხულთა 50% თავის სამუშაოს კარგი ანაზღაურების გამო აფასებს, სხვებისთვის კი ბედნიერი პროფესიის მთავარი პირობა კოლეგებთან მეგობრული ურთიერთობა და ხელმძღვანელობის მხრიდან ყურადღება ყოფილა. ყველაზე ბედნიერი პროფესიების ტოპ-ათეული კი ასე გამოიყურება: კოსმეტოლოგი, პარიკმახერი, შეფ-მზარეული, მასწავლებელი, მარკეტოლოგი/პიარ-მენეჯერი, ბუღალტერი, მდივანი, არქიტექტორი, ჟურნალისტი, ავტომექანიკოსი.