გლაზგოში, ალკოჰოლიკებისთვის სასმელი უფასოა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შოტლანდიის დედაქალაქ გლაზგოში, უსახლკარო ალკოჰოლიკების მკურნალობისთვის ორიგინალური პროგრამა ამოქმედდება. მათ უფასო ალკოჰოლით „უმკურნალებენ“, სასმელს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, დოზირებულად დაუსხამენ. მსგავსი პროექტი - Managed Alcohol Project, 1996 წლიდან უკვე განხორციელდა კანადაში. შოტლანდიური პროგრამის პირველი მონაწილეები იქნებიან ის ალკოჰოლიკები, რომლებიც სასმელზე დამოკიდებულების გამო, არაერთხელ დააკავეს დანაშაულისთვის. ადგილობრივი ხელისუფლება იმედოვნებს, რომ „სამკურნალო“ ალკოჰოლი ბიუჯეტს უფრო იაფი დაუჯდება, ვიდრე დანაშაულებების შედეგების აღმოფხვრა.