გრენლანდია გლობალური დათბობით იხეირებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩვენს პლანეტაზე არსებულ ყველაზე დიდ კუნძულზე გადაწყვიტეს, რომ გლობალური დათბობით ფული იშოვონ. ადგილობრივები მყინვარის წყლის მასობრივ გაყიდვებს იწყებენ. ჩინოვნიკები აცხადებენ, რომ კლიმატური ცვლილებები, ერთი მხრივ, მყინვარების დნობას იწვევს, მეორე მხრივ კი, პლანეტის სხვა წერტილებში ძლიერი გვალვის პროვოცირებას ახდენენ. აქედან  გამომდინარე, ბუნებრივია, გვინდა, წყალი მივაწოდოთ იმ ადგილებში, სადაც მისი ნაკლებობაა. ყინულების წყლის ექსპორტზე ლიცენზია 9 გრენლანდიურმა კომპანიამ მოიპოვა. გასულ წელს, კუნძულზე მყინვარების რეკორდული დნობა აღინიშნა, მხოლოდ ივლისის ბოლოს, ერთ დღეში, ამ მაჩვენებელმა 12.5 მილიარდი ტონა შეადგინა.