მარსზე სტუმრობა შვიდ წელიწადში შედგება

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2029 წელს, ადამიანები შეძლებენ მარსზე ფეხის დადგმას, - ასე მიაჩნია მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს და წითელი პლანეტის ათვისების ენთუზიასტს, ილონ მასკს. ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში, მან განაცხადა, რომ გაოცებული დარჩება, თუკი ხუთი წლის განმავლობაში, ადამიანი მარსზე ვერ მოხვდება. მასკმა დაწვრილებით აღწერა საკუთარი გეგმები - ისეთი ქალაქების მშენებლობა, რომლებიც თავად უზრუნველჰყოფენ თავს, მზის ბატარეებზე მომუშავე ჰიდროპონური ფერმებით. ეს ფუტურისტული ნოეს კიდობანივით იქნება, - ამბობს მასკი. წითელ პლანეტაზე პირველი მოსახლეების ჩასაყვანად, მასკის კომპანია SpaceX-მა, პლანეტათშორის ხომალდზე - Starship მუშაობა უნდა დაასრულოს.