ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება კლავს!

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დიდი ხნის განმავლობაში, უკვე მივეჩვიეთ მედიკოსების გაფრთხილებას, რომ დიდი სიცხე ცუდად მოქმედებს ადამიანის ორგანმიზმზე, ზამთარში ძლიერი ყინვები კი გაციებისა და გრიპის პროვოცირებას იწვევს. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ძალიან ცხელი ან ცივი ამინდი ისე არ ვნებს ორგანიზმს, როგორც ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება. ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ამინდის მკვეთრი ცვლილება ადამიანის ქრონიკულ დაავადებებს ამწვავებს და გულის მუშაობას აფერხებს. ეს იმის ბრალია, რომ ორგანიზმი ვერ ასწრებს გადაერთოს სიცივიდან სითბოზე ან პირიქით. სპეციალისტთა თქმით, ადამიანი მშვიდად ეგუება მაღალ ან დაბალ ტემპერატურულ პირობებს, თუ ის მდგრადია. მთლიანობაში, არსებული სტატისტიკის მიხედვით, ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობის გამო, ადამიანთა გარდაცვალების რიცხვი უფრო მაღალია, ვიდრე შიდსით სიკვდილიანობა.