SOS! -ოჯახური ჰარმონია ასუქებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

როგორც სწავლულებმა აღმოაჩინეს, მეუღლეთა შორის თბილი ურთიერთობა უარყოფითად მოქმედებს მათ აღნაგობაზე. ფსიქოლოგები ადასტურებენ, რომ საოჯახო ჰარმონია წონაში მატებას იწვევს. ალბათ, მართლაც, ადვილი არაა, უარი თქვა რომანტიკულ ვახშამზე, საყვარელ ადამიანთან ერთად. სპეციალისტები ამბობენ, რომ ბედნიერი ადამიანები სიფხიზლეს კარგავენ - ისინი აღარ აქცევენ ყურადღებას საკუთარ სხეულს და ხშირად მიირთმევენ ზედმეტი კალორიების შემცველ კერძებს. რაც შეეხება წყვილებს, რომლებიც არ არიან კმაყოფილი ქორწინებით, მათ გაცილებით იშვიათად აწუხებთ სიმსუქნის პრობლემა. შეგნებულად თუ შეუგნებლად, ისინი ცდილობენ საპირისპირო სქესის ყურადღება არ მოაკლდეთ და, ამდენად, ცდილობენ, არ მიირთვან ზედმეტი კალორიები და საკუთარი წონა აკონტროლონ.