პენსიონერებს ფოსტალიონები გაასეირნებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ფინეთის ფოსტის თანამშრომლები, წერილებისა და ამანათების დარიგებისგარდა, ამიერიდან,კომპანიონობასაც გაუწევენ ხანდაზმულ ადამიანებს, რომელთაც არავინ ჰყავთ. ახალი სერვისი სულ მალე ამოქმედდება. ნებისმიერ ფინელ პენსიონერს შეუძლია საკუთარი თავისა და ახლობლისთვის „მეგობარი გასეირნებისთვის“ შეუკვეთოს, რომელიც დათქმულ დროს, კვირაში ერთხელ ან ორჯერ მივა მასთან. ყოველი გასეირნება ნახევარი საათიდან ერთ საათამდე გაგრძელდება. ახალი სერვისის „გამოწერა“ მოხუცებს თვეში 69 ევროდან 276 ევრომდე დაუჯდებათ. ფინეთის ფოსტაში აცხადებენ, რომ ის თანამშრომლები, რომლებსაც გავლილი არ ექნებათ სპეციალური სწავლება, პენსიონერებთან არ გაუშვებენ. ვისაც ამ პროგრამაში მონაწილეობის სურვილი ექნება, ვალდებულია, ხანდაზმულებთან მუშაობისთვის სპეციალური ტრენინგი გაიაროს. მოხუცებს, პირველ რიგში, ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევენ: პენსიონერებს ძალიან სჭირდებათ ახალი ნაცნობების გაჩენა და მათთან საინტერესო საუბრები.