ნაყინი - დედის რძით?!

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ნისლიანი ალბიონის“ დედაქალაქში, ერთ-ერთი რესტორნის მფლობელს უჩვეულო იდეა გაუჩნდა - გადაწყვიტა, დაწესებულების სტუმრებისთვის დედის რძისგან დამზადებული ნაყინი შეეთავაზებინა. ერთი პორცია ასეთი ცივი დესერტი, რომელსაც „მარტინის“ ფუჟერით მოგართმევენ, 14 გირვანქა სტერლინგი ღირს. ნაყინისთვის საჭირო რძის პირველი მიმწოდებელი ქალაქ ლიდსის მკვიდრი, 35 წლის ვიქტორია ჰაილი იყო. პირველ ჯერზე, მან რესტორანს 850 მლ რძე მიჰყიდა, რაც 50 პორცია ნაყინის დამზადებას ეყო. დღეს დაწესებულება პროდუქციის „მიმწოდებლებს“ 15 გირვანქას უხდის ყოველ 10 მლ რძეზე, ოღონდ ერთი პირობით - ქალმა სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს. ჯერჯერობით, შემოწმების სურვილი მხოლოდ ათმა ქალმა გამოთქვა. ნაყინი, რომელსაც „ბეიბი გაგა“ უწოდეს, დანამატების სახით, ვანილსა და ლიმონის ცედრას შეიცავს.