„ჩიფსები“ ოქროთი დაფარეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იაპონურმა კომპანიამ Koikeya, კარტოფილის „მდიდრული“ ჩიფსები გამოუშვა, რომელიც ნამდვილი ოქროთია დაფერილი. პროდუქტი, სახელწოდებით - Koikeya Pride Potato, დასაფერი ოქროს მწარმოებელ კომპანიასთან ერთად შეიქმნა. ცნობილია, რომ ჩიფსების დამზადების პროცესში, სხვადასხვა ზომის ოქროს - დიდ და პატარა ნაწილებს იყნებენ, რათა ყოველი ცალი ჩიფსისთვის მაქსიმალური დაფარვა და ბრწყინვალება გარანტირებული იყოს. ერთი შეფუთვა ასეთი ჩიფსების ფასი 2.7 დოლარია. მწარმოებელი მომხმარებელს ექსკლუზიურ ნაკრებსაც სთავაზობს, რომელშიც სამი შეფუთვა ჩიფსი და სამი შეფუთვა 0.12-გრამიანი ოქრო შედის - თავად შეგიძლიათ, ოქრო პროდუქტს მოაყაროთ. ამგვარი ნაკრების ღირებულება კი 18 დოლარია.