კბილის პასტები უსარგებლოა?

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კბილის ყველა პასტა, პრაქტიკულად, ერთნაირია და არ შეუძლია კბილები დაიცვას მაღალი მგრძნობელობის ან დაშლისგან, - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ სპეციალისტები შვეიცარიისა და ბრაზილიის უნივერსიტეტებიდან. სწავლულთა საერთაშორისო ჯგუფმა გამოსაკვლევად აიღო - საკონტროლოდ ერთი „ჩვეულებრივი“ და რამდენიმე სხვადასხვა სახეობის პასტა, რომლებიც ეროზიისგან და კბილების მგრძნობელობისგან დაცვას გვპირდებიან. ექსპერიმენტებისას, წმენდის ხუთი ციკლი ჩატარდა ყველაზე უფრო პოპულარული კბილის პასტებით ბრაზილიასა და ევროპაში. აღმოჩნდა, რომ მათგან არც ერთი არ იცავს კბილებს კარიესისგან და არ შეუძლია შეაჩეროს კბილის ემალის დაკარგვა. სპეციალისტები გვირჩევენ, სამი ძირითადი წესი დავიცვათ, რათა ემალის გაცვეთა და სხვა პრობლემები ავირიდოთ თავიდან: კვების სწორი რეჟიმი, პირის ღრუს კარგი ჰიგიენა და სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი.