შაქარს უსისხლოდ გაიზომავთ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბრიტანელმა სწავლულებმა ბატას უნივერსიტეტიდან, არაინვაზიური დასაწებებლი პლასტირი შექმნეს, რომელსაც შეუძლია, კანიდან სისხლში გლუკოზის დონე განსაზღვროს ისე, რომ ამისთვის თითიდან სისხლის აღება არ გახდეს საჭირო. პლასტირი არ აზიანებს კანს, ის გლუკოზას უჯრედშორისი სითხიდან, თმის ფოლეკულების გავლით იღებს. გლუკოზა უმცირეს რეზერვუარებში გროვდება და მისი რაოდენობა იზომება. ასეთი გაზომვა, რამდენიმე საათის განმავლობაში, ყოველ 10-15 წუთში ტარდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გადამცემთა სისტემის თავისებურებების წყალობით, ინოვაციურ პლასტირს სისხლის აღება არ სჭირდება. მოწყობილობაზე ჩატარებული ექსპერიმენტების შემდეგ, სწავლულები იმედოვნებენ, რომ შეძლებენ იაფი, თან სატარებელი გადამცემის შექმნას. ის კანზე განთავსდება და გლუკოზის მონაცემებს `სმარტფონზე~ გაგზავნის, რათა მომხმარებელმა იცოდეს, როდის დასჭირდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება.