„რკინის არნიმ“ ვეტერანებს სახლები აჩუქა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მსახიობმა და კლიფორნიის შტატის ყოფილმა გუბერნატორმა, არნოლდ შვარცენეგერმა ლოს-ანჯელესელ უსახლკარო ვეტერანებს საშობაოდ 25 სახლი აჩუქა. ეს ინფორმაცია „რკინის არნიმ“ საკუთარ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. ცნობილია, რომ შვარცენეგერმა ამ პროექტის განსახორციელებლად 250 ათასი დოლარი გაიღო. ვეტერანებისთვის განკუთვნილ პატარა სახლებში გაყვანილია ელექტროენერგია, გათბობა, დამონტაჟებულია კონდიციონერები. დასაჩუქრებულებმა იქ შესახლება უკვე დაიწყეს. ადგილი, სადაც ეს სახლები დადგეს, შვარცენეგერმა თავადვე მოინახულა და ვეტერანებსაც გაესაუბრა.