სამართალს ჰარი პოტერის მიხედვით შეასწავლიან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ინდოეთში, კალკუტის იურიდიულ მეცნიერებათა ეროვნულმა უნივერსიტეტმა კურსი დააანონსა, სადაც სამყაროს სამართლის პრინციპებს „ჰარი პოტერის“ მიხედვით შეასწავლიან. კურსის გამოქვეყნებული პროგრამის მიხედვით, სტუდენტები ზამთრის სემესტრის განმავლობაში, შეისწავლიან შინაური ელფების მონობასთან დაკავშირებულ სიტუაციას, დისკრიმინაციასა და შენახვის პირობებს აზკაბანში. განსაკუთრებულ ყურადღებას პედაგოგები „უპატიებელ წყევლას“ დაუთმობენ, რომელიც ჯადოქრების სამყაროში უკანონოდ მიიჩნევა: მკვლელობა, წამება და ადამიანის ნების სრული დამორჩილება. პროგრამაში აღნიშნულია, რომ კურსის დროს, ბიუროკრატიას განიხილავენ ჯადოქრობის სამინისტროს მაგალითზე, ეკომონიკის მუშაობას - გრინგოტსის ბანკისა და ასე შემდეგ. კურსის ავტორი იმედოვნებს, რომ სტუდენტები პასუხისმგებლობით მიუდგებიან ქვეყანაში არსებულ პრობლემებს. მათგან ითხოვენ, რომ „პოტერიანა“, სულ მცირე, ორჯერ მაინც წაიკითხონ.