განდეგილებს რობოტებს დაურიგებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამომავალი მზის ქვეყანაში, სწრაფად იზრდება ჰიკიკომორის - იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც საკუთარი ნებით უარს ამბობენ სოციალურ ცხოვრებაზე და მუდმივად განმარტოებას ცდილობენ. ახალი რობოტი, რომელსაც OriHime უწოდეს, იმისთვის შეიქმნა, რომ ასეთ განდეგილებს სოციალური ურთიერთობა აუწყონ. მომხმარებელი რობოტის მართვას ტელეფონის აპლიკაციით შეძლებს, რისი წყალობითაც, სახლიდან გაუსვლელად, გარე სამყაროს დაუკავშირდება.

რობოტი 25-სანტიმეტრიანია, თეთრი ფერისაა და მწვანე თვალები აქვს. აღჭურვილია ხელებით, რომლებსაც ლაპარაკისას ამოძრავებს. ამ „ჭკვიანი მანქანით“ ექსპერიმენტი, პირველად, კობეს პრეფექტურაში დაიწყეს - დამხმარე რობოტებს სოციალური იზოლაციის მსურველ ადამიანებს დაურიგებენ. ჰიკიკომორის რაოდენობის ზრდა იაპონიაში, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო, როცა გაჩნდა კიდეც ეს ტერმინი. ამ პრობლემამ ახლა, პანდემიის ფონზე, კვლავ იჩინა თავი - გაიზარდა თვითმკვლელობებისა და ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების რიცხვი.