საახალწლო ნაძვის ხეები ფანქრებისგან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დანიაში უჩვეულო მეთოდი მოიფიქრეს საახალწლო ნაძვის ხეების გამოსაყვანად. სტარტაპმა Sprout, ფანქრების გაყიდვა დაიწყო, რომელთა წათლის შემდეგ, ევროპელები საზეიმო ხის გამოზრდას შეძლებენ. ეს საწერი საშუალება ეკოლოგიურად სუფთა ხის მასალისა და არატოქსიკური გრიფიტის გულისგანაა დამზადებული. ფანქრის ძირში მოთავსებულია ბიოკაფსულა თესლებით - ფანქრის გახარჯვის შემდეგ, ის უბრალოდ უნდა ჩაარჭოთ ქოთანში და მას ჩვეულებრივი მცენარესავით მოუაროთ. გარდა საშობაო ნაძვის ხეებისა, არის ფანქრები პომიდორი „ჩერისა“ და ოთახის სხვა მცენარეების თესლებით. იდეის ავტორების თქმით, მთელ მსოფლიოში, ყოველწლიურად, 14 მილიარდი ფანქარი გამოიყენება, რომელთა წარმოებისთვის 82 ათასი ხეა საჭირო. არადა, ამ მცენარეების ბუნებაში არსებობა გლობალურ დათბობასთან ბრძოლისთვისაც აუცილებელია. ხეების გადარჩენის მიზნით, Sprout-მა ამ ფანქრების უნარჩენო წარმოება დაიწყო და ამჟამად, ევროპასა და აშშ-ში, უკვე 30 მილიონი ფანქარია გაყიდული.