დედამიწას „შავი ყუთი“ ექნება

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„მწვანე კონტინენტზე“, კუნძულ ტასმანიაზე, დედამიწის „შავ ყუთს“ დადგამენ. პროექტი წარმოადგენს ფოლადის კონსტრუქციას, რომელსაც მალე მყარი დისკებით აავსებენ. მათზე ჩაიწერება ინფორმაცია და სამეცნიერი მონაცემები დედამიწის პრობლემების შესახებ. ინფორმაციის შემნახველებზე ჩაწერენ ცნობებს კლიმატის ცვლილების, სახეობების გადაშენების, გარემოს დაბინძურების შესახებ. მონაცემებს მოათავსებენ კონსტრუქციაში, რომელიც მომავალი თაობებისთვის ერთგვარი არქივი იქნება. თუ კარდინალურად არ შევცვლით ცხოვრების წესს, კლიმატის ცვლილება და სხვა საფრთხეები ჩვენი ცივილიზაციის კრახს გამოიწვევს. დედამიწის შავი ყუთი, ამ კატასტროფის გზაზე, ჩვენს თითოეულ ნაბიჯს ჩაიწერს, - ნათქვამია პროექტის საიტზე.