ხელოვნური სისხლი ჟანგბადს გადაიტანს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ადამიანს შეუძლია, საკვებისა და წყლის გარეშე რამდენიმე დღე გაძლოს, მაგრამ სისხლის დიდი რაოდენობით დაკარგვის შემთხვევაში, ყველაფერი წუთებსა და წამებზეა დამოკიდებული. სისხლის შემცვლელ ხსნარებს დახმარება ყოველთვის არ შეუძლია, რადგან მათი უმეტესობა დაკარგული სისხლის მოცულობას კი ავსებს, მაგრამ არ შეუძლიათ სისხლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანების ფუნქციის - ჟანგბადის გადატანის შეთავსება. არც სისხლის გადასხმაა, ყოველთვის ხელმისაწვდომი. სწორედ მსგავსი შემთხვევებისთვის, ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის სწავლულებმა შექმნეს Erythromer - ადამიანის სისხლის სინთეტიკური ანალოგი, რომელსაც ორი დღე-ღამის განმავლობაში, ჟანგბადის გადატანა შეუძლია. მკვლევარები ამბობენ, რომ მათი გამოგონება სისხლის შემცვლელი კი არ არის, სისხლის მოცულობის შევსების დროებითი საშუალებაა, რომელიც ჟანგბადის გადატანისა და სხეულის ყველა უჯრედამდე მიტანის ფუნქციას აღადგენს. აღსანიშნავია, რომ დღეს, მსგავსი სახის ბევრი ნივთიერება არსებობს, თუმცა ამ ნივთიერებებს ბევრი უკუჩვენებები აქვთ - ალერგიული რეაქციიდან დაწყებული, ინტოქსიკაციითა და ქსოვილის დაზიანებით დამთავრებული.