ინდოეთში მცხოვრებმა მამაკაცმა ცოლს ტაჯ-მაჰალის ასლი აუშენა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ინდოეთში მცხოვრებმა მამაკაცმა, საკუთარ მეუღლეს, სიყვარულისა და ერთგულების გამოსახატად, მინი ტაჯ-მაჰალი აუგო. 52 წლის ბიზნესმენმა, ამ ფორმით, მეუღლეს ქორწინების 27-ე წლისთავი მიულოცა. მსოფლიოში ცნობილი მავზოლეუმის ასლის აშენება მოსიყვარულე ქმარს 260 ათასი დოლარი დაუჯდა. თეთრი მარმარილოს სახლს, რომელიც ბურჰანპურში მდებარეობს, ოთხი საძინებელი, ბიბლიოთეკა, რამდენიმე მინარეთი და მდიდრული ინტერიერი ამშვენებს. მშენებლობას სამი წელი დასჭირდა. ორიგინალი ტაჯ-მაჰალი ქალაქ აგრაში მდებარეობს და ის იმპერატორმა შაჰ-ჯაჰანმა, საყვარელი მეუღლის - მუმთაზ-მაჰალის ხსოვნას მიუძღვნა, რომელიც მშობიარობას გადაჰყვა.