ავიაკომპანია მილიონიან ლატარიას ათამაშებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

Qatar Airways საკუთარ მგზავრებს შორის ერთ მილიონ ამერიკულ დოლარს, ავტომობილსა და ჩარტერს მალდივებზე - ორკაციანი საგზურით ათამაშებს. ლატარიაში მონაწილეობისთვის ამ ავიაკომპანიის საიტზე, ან სააგენტოში, მის რომელიმე რეისზე ბილეთი უნდა იყიდოთ, ოღონდ მომავალი წლის 31 იანვრამდე და ამ პერიოდში, სულ მცირე, ერთი გადაფრენა მაინც უნდა შეასრულოთ. ასევე,  Qatar Airways Privilege Club-ის ლოიალურობის პროგრამაში უნდა გაწევრიანდეთ და დარეგისტრირდეთ აქციაზე Fly With The Best - ეს პროცედურა უფასოა. შემთხვევითი კომპიუტერული შერჩევის გზით, ავიაკომპანია გამარჯვებულს 22 თებერვალს გამოავლენს. მთავარი პრიზია იღბლიანი მგზავრის საბანკო ანგარიშზე მილიონი დოლარის ჩარიცხვა. ამ თანხიდან გამარჯვებულს გადასახადების გადახდა მოუწევს იმ ქვეყნის კანონების მიხედვით, სადაც ის ცხოვრობს. მეორე პრიზი - 110 ათასდოლარიანი ავტომობილია, ასევე, 50 ათასი დოლარი - საჩუქრის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გადასატანად. მესამე იღბლიანი ადამიანი კი ბიზნეს-კლასის 2 ბილეთს მიიღებს დოჰაში ჩასასვლელად, სადაც ორი დღე-ღამის მანძილზე, უფასოდ იცხოვრებს, ასევე ჩარტერით გაემგზავრება მალდივებზე და კუნძულზე 5 დღით, უფასოდ დაისვენებს.