ალკოჰოლი ყავის ნალექისგან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პორტუგალიის მინიუს უნივერსიტეტის სწავლულებმა უნიკალური სპირტიანი სასმელი შექმნეს. მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ყავის ნალექისგან აწარმოებენ ანუ იმ ნარჩენისგან, რაც დაფქვილი ყავის მოდუღების შემდეგ რჩება. აღსანიშნავია, რომ თავისი სიმაგრით, ეს სასმელი არაყს ან კონიაკს არ ჩამოუვარდება. ბაზარზე პროდუქტი იყიდება სახელწოდებით - „ალკოჰოლიანი ყავა“, მაგრამ სინამდვილეში, ის დისტილატია გამჭვირვალე ბრენდის სახით, 40% ეთანოლისა და არომატული ყავის შემცველობით.

თანამედროვე ლიქიორებისგან განსხვავებით, რომლებსაც ყავის მარცვლებისგან ამზადებენ, ახალი სასმელი ყავის ნარჩენებისგან მიიღება. თავად სწავლულები აცხადებენ, რომ მათი გამოგონება აბსოლუტურად უნიკალურია, აქვს „მაღალი კომერციული პოტენციალი“ და აქამდე, მისი მსგავსი, მსოფლიოში არაფერი შექმნილა. სასმელის ავტორებს იმედი აქვთ, რომ მათი გამოგონება დიდ პოპულარობას მოიპოვებს.