წლის სიტყვა დაასახელეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ინგლისური ენის ოქსფორდის ლექსიკონმა 2021 წლის სიტყვად - vax დაასახელა. წელს მას 72-ჯერ უფრო ხშირად იყენებდნენ, ვიდრე შარშან. წელს, მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობამ კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო, ამიტომაც სულ უფრო ხშირად იყენებდნენ იმუნიზაციასთან დაკავშირებულ ტერმინებს. სიტყვა - vax შეიძლება იყოს, როგორც არსებითი სახელი, ასევე ზმნაც - „ვაქცინა“ ან „ვაქცინაცია“, რომელთა ძირია - vax.

გასულ წელს, ოქსფორდის ლექსიკონმა ვერ შეძლო „წლის სიტყვა“ შეერჩია ანუ ერთი, კონკრეტული სიტყვა ვერ დაასახელა და ამიტომ, სია შეადგინა. მასში შევიდა ისეთი სიტყვები, როგორებიცაა: „კორონავირუსი“, „იმპიჩმენტი“ და „ტყის დამანგრეველი ხანძრები“ (bushfire).