ილონ მასკის ქონებამ 300 მილიარდს გადააჭარბა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი პირველი ადამიანი გახდა ისტორიაში, რომლის ქონებამაც 300 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. Forbes-ის შეფასებით, მას 315 მილიარდი აქვს, Bloomberg-ის დათვლით კი, უფრო მეტი - 335 მილიარდი. ბოლო თვეების განმავლობაში, მასკი Tesla-ს აქციების კოტირებით მდიდრდება. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გაცხადდა, რომ ის 100 000 ელექტრომანქანას მიაწვდის ავტომობილების გაქირავების კომპანია Hertz-ს.

რამდენიმე დღის წინ, გაეროს სასურსათო პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა ვარაუდი გამოთქვა, რომ მულტიმილიარდერის ქონების 2%-იც (ექვსი მილიარდი დოლარი) კი საკმარისი იქნება, რათა მსოფლიოში შიმშილის პრობლემა გადაიჭრას. აღმოჩნდა, რომ მასკი თანახმაა, ამ ოდენობის თანხა გაიღოს, თუ ეცოდინება, რა მიზნებისთვის დაიხარჯება ის. თუ ასეთი ფაქტი დაფიქსირდება, ქველმოქმედებისთვის გაღებული ეს ყველაზე დიდი თანხა იქნება მსოფლიოში.