კუბოები „კალმარის თამაშიდან“

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

Netflix-ის გახმაურებული სერიალიდან - „კალმარის თამაშები“, ესპანელებმა კუბოების დამზადება დაიწყეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, სარიტუალო სახლმა Arcae-მ, საკუთარი ქმნილება დამკრძალავი კულტურის ყოველწლიურ გამოფენაზე - Funermostra წარადგინა, რომელიც ვალენსიაში გაიმართა. კომპანიაში აცხადებენ, რომ პოპულარული სერიალის მიხედვით,  სპეციალურად გამოფენისთვის, ჯერჯერობით, კუბოს ერთი ეგზემპლარი შექმნეს. მისი მასიური წარმოება კი შეკვეთების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.