შტატიანი ჯადოქარი სამსახურიდან გაუშვეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კრაისტჩერჩი ერთადერთი ქალაქია მსოფლიოში, სადაც 1982 წლიდან, ოფიციალური, ხელფასიანი ჯადოქრი ჰყავდათ. იენ ჩენელი, ახალ ზელანდიაში ცნობილია, როგორც ოფიციალური ჯადოქარი, ის ქალაქის მუნიციპალიტეტში 1998 წლიდან მუშაობდა და მისი წლიური ხელფასი 11 ათას დოლარზე მეტს შეადგენდა. მიმდინარე წლის დეკემბრიდან კი ეს თანამდებობა გაუქმდება და კრაისტჩერჩიც, საკუთარი ჯადოქრის გარეშე, კვლავ ერთ, ჩვეულებრივ ქალაქად იქცევა.

ასეთი გადაწყვეტილება ქალაქის ხელმძღვანელობამ ჩენელის შეხედულებებისა და იმ გამონათქვამების გამო მიიღო, რომელთა მიხედვითაც გაირკვა, რომ ის ქალზე ძალადობას ამართლებდა. თუმცა, მოძალადეებს აფრთხილებდა კიდეც, რომ ადვილად აჩნდებათ ჩალურჯებები, შედეგად, მეზობლებსა და მეგობრებს ყველაფერს მოუყვებიან და პრობლემები შეგექმნებათო (!!!).

კრაისტჩერჩისა და ახალი ზელანდიის მთავარი ჯადოქრის როლში, მისტერ ჩენელმა იცეკვა დიდი გვალვის დროს, რათა წვიმა მოსულიყო; იბრძოდა იმისთვის, რომ ქალაქის სატელეფონო ჯიხურებისთვის ფერი არ შეეცვალათ და პირადად ღებავდა ლურჯ ჯიხურებს ისევ წითელ ფერად; რაგბის ადგილობრივი გუნდის გამარჯვებისთვის შელოცვებს ამბობდა... ამ ყველაფრის მიუხედავად, ქალაქის საბჭომ გადაწყვიტა, რომ დღევანდელ ტურიზმს ახალი მიდგომები სჭირდება და ძალადობის მომხრე ჯადოქრის მომსახურებაზე უარი თქვა.