წითურ მამაკაცებს სიმსივნე არ ემუქრებათ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იყო დრო, როცა ხალხი წითურთმიანებს უჩვეულო თვისებებს მიაწერდნენ, დასცინოდნენ და არც მათ დისკრიმინაციას ერიდებოდნენ. ახლა კი ასეთ ადამიანებს პირველი არა, მაგრამ კიდევ ერთი შანსი მიეცათ, ისინი, რომლებიც მათ დასცინოდნენ, თავად „გაამასხრონ“ საკუთარი, მართლაც უჩვეულო თვისებით. ფინელი და ამერიკელი სწავლულების ცოტა ხნის წინანდელმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცებს, რომლებიც ბუნებრივად წითურები არიან, 54%-ით ნაკლები რისკი აქვთ, პროსტატის კიბო გაუჩნდეთ, ვიდრე შავთმიანებს ან ქერებს. მეცნიერებმა ამგვარი სტატისტიკა ჯერ ვერ ამოხსნეს, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს მემკვიდრეობითი მექანიზმია, რაც თმის საფარის პიგმენტაციას მართავს და შეუძლია, სიმსივნის წარმოქმნაზეც მოახდინოს გავლენა.

ლუისვილის უნივერსიტეტის სწავლულებმა გაარკვიეს, რომ წითურები უფრო მეტად გრძნობენ ტკივილსა და სიცივეს, ვიდრე დანარჩენები. ეს იმას უკავშირდება, რომ „წითური გენი“ ტკივილიანი შერძნების ზღურბლის დადგენაში მონაწილეობს, მათ შორის, კანის საფარის „მომსახურე“ ნერვებშიც. ამის გამო, წითურებში, კანის ონკოდაავადებების განვითარების უფრო მეტი რისკია, მაგრამ პროსტატის კიბოს გაჩენის შანსი, რაც 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებს ემართებათ, გაცილებით მცირეა. მეცნიერები 20 000 მამაკაცს აკვირდებოდნენ, მათი კვლევა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო. შედეგად დადგინდა, რომ მრავალი წლის განმავლობაში, ამ მამაკაცებიდან მხოლოდ 1982-ს განუვითარდა პროსტატის კიბო და მათგან წითურთმიანი მხოლოდ 1% იყო.