მეორად ტანსაცმელზე მოდის ჟურნალი შეიქმნა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მოდების ახალი ჟურნალის, Display Copy-ის დამფუძნებელი და რედაქტორი ბრინ ჰემინვეია, რომელიც მანამდე, „ვოგის“ კრეატიული დირექტორი იყო. მისი თქმით, ახალ გამოცემაში არ არის არც ერთი ახალი პროდუქცია, რადგან ჟურნალის მიზანი მეორადი ტანსაცმლის პოპულარიზაციაა. ამის მიუხედავად, გამოცემა ინდუსტრიის საუკეთესო ფოტოგრაფებთან, სტილისტებთან და მოდელებთან თანამშრომლობს: ჩვენი ჟურნალი სიყვარულზეა, იმაზე, რაც უკვე გვაქვს. სიახლისა და სტილის ძიებაზეა ორიენტირებული ანუ იმაზე, რაც უკვე არსებობს, - აცხადებს გამოცემის რედაქტორი.

Display Copy მთლიანად ეძღვნება ტანსაცმელს, რომელიც ზიანს არ აყენებს ეკოლოგიას. გადაღებებზე იყენებენ გადამუშავებულ მასალას ან ძველ, ვინტაჟურ ტანსაცმელს, ხოლო სარედაქციო სტატიებში, ახალ კოლექციებსა და ტრენდებს არც კი ახსენებენ.