ვინ გახდნენ "შნობელის" პრემიის ლაურეატები

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჰარვარდის უნივერსიტეტში „შნობელის“ პრემიის (ნობელის პაროდიული ანალოგის) გადაცემის 31-ე ცერემონია შედგა, ოღონდ ამჯერად, ონლაინ-ფორმატში. პრემია 10 ნომინაციაში გაიცა - ლაურეატებმა ჯილდოდ ქაღალდის ფურცლები და ყალბი 10 ტრილიონი ზიმბამბვური დოლარის ბანკნოტი მიიღეს. დაჯილდოებულთა შორის არიან: ბიოლოგიაში - შვედი სიუზანა შიოტცი, კატის ენის ანალიზისთვის; ქიმიაში - სწავლულთა საერთაშორისო ჯგუფი, რომლებმაც კინოთეატრების ჰაერის ქიმიური ანალიზი ჩაატარეს; ეკონომიკაში - ამ სფეროში, „შნობელი“ ფრანგ პროფესორ ბლავატსკის გადასცეს, რომელმაც აღმოაჩინა, რომ პოლიტიკოსების სიმსუქნე, ქვეყანაში კორუფციის კარგი ინდიკატორია; ტრანსპორტირების საკითხში მკვლევართა ჯგუფი დააჯილდოვეს, რომლებაც ექსპერიმენტი ჩაატარეს, იქნება თუ არა უსაფრთხო მარტორქის თავდაყირა გადაყვანა; ეკოლოგიაში - ესპანელი და ირანელი სწავლულების ჯგუფი შეარჩიეს, რადგან მათ გენეტიკური ანალიზი ბაქტერიების სხვადასხვა სახეობის გამოსავლენად გამოიყენეს, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყანაში, ტროტუარზე დაგდებულ საღეჭ რეზინებზე ცხოვრობენ; მედიცინის დარგში „შნობელი“ დაიმსახურეს გერმანელმა, თურქმა და ბრიტანელმა მეცნიერებმა - მათ დაადგინეს, რომ ორგაზმი ისეთივე ეფექტური შეიძლება იყოს სუნთქვის გასაუმჯობესებლად, როგორც შეშუპების საწინააღმდეგო პრეპარატები; მშვიდობის დარგში „შნობელის“ პრემიის მფლობელები გახდნენ ამერიკელი სწავლულები, რომლებმაც შეამოწმეს ჰიპოთეზა, რომ თურმე, მამაკაცებმა წვერი იმიტომ მოუშვეს, რათა სახეში ხელის გარტყმისგან დაეცვათ თავი.

„შნობელის“ პრემია 1991 წელს, იუმორისტულმა ჟურნალმა - Annals Of Improbable Research დააარსა. პრემია გადაეცემათ სწავლულებს უჩვეულო, სასაცილო და მახვილგონივრული კვლევებისთვის.