კლაუსტროფილებისთვის სასტუმრო გაიხსნა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მეორე მსოფლიო ომის დროს, საფრანგეთის ჩრდილოეთით, ბრეტანში, გერმანელი სამხედროების მიერ აშენებული ბუნკერი შეარემონტეს და მიწისქვეშა სასტუმროდ აქციეს. ენთუზიასტმა სერჟ კოლიუმ, 1940 წელს აშენებული ბუნკერის გარშემო მდებარე მიწის ნაკვეთი შეიძინა, მერე კი წელიწადნახევარი, ქვიშისგან მის გასუფთავებასა და გარემონტებას მოანდომა. შედეგად, მშვენიერი სასტუმრო სახლი გამოუვიდა, რომელსაც ერთდროულად, 20 ადამიანი მიღება შეუძლია. მიწისქვეშა ოტელში, სერჟმა ეპოქის ატმოსფერო შეინარჩუნა, როსთვისაც ინტერიერი იმ დროის ატრიბუტიკით შეავსო. ბუნკერ-სასტუმროში ღამის გათევა ექვს მოგზაურს 375 დოლარი დაუჯდება.