„მე მას ძალიან მარტივად ვეტყვი: ბატონო ლავროვ....“ - რას ეტყვის ანტალიის შეხვედრაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვს

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ხვალ, 10 მარტს  რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების, სერგეი ლავროვისა და დმიტრო კულებას მოლაპარაკებებია ჩანიშნული. სამმხრივი შეხვედრა თურქეთში, ქალაქ ანტალიაში საერთაშორისო დიპლომატიურ ფორუმზე გაიმართება. ამ კონკრეტულ პროცესს ბევრი ექსპერტი ყურადღებით ადევნებს თვალს, რადგან რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ორი ქვეყნის მთავრობის კაბინეტის წევრებს ექნებათ მოლაპარაკების საშუალება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთის დელეგაცია თურქეთში დღეს გაემგზავრა.

შეგახსენებთ, რომ ბელორუსში უკრაიანასა და რუსეთის დელეგაციებს შორის უკვე გაიმართა მოლაპარაკებების სამი ტური, თუმცა ამან სასურველი შედეგი ვერ გაიმოღო. ამ მოლაპარაკებებით მხარეები მხოლოდ ჰუმანიტარული დერეფნის გახსნასა და მედიკამენტების მიწოდებაზე შეთანხმდნენ, დანარჩენი მოთხოვნები კი ორივე მხრისთვის მიუღებელი იყო.

მოლაპარაკებას ალტერნატივა რომ არ აქვს, ეს აქსიომაა, თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, რუსეთის მოთხვნები და ულტიმატუმი იმდენად არაადექვატურია, მიმდინარე ომის შედეგების ფონზე, რომ ნაკლებსავარაუდოა, უკრაინა ამ პირობებს დათანხმდეს. კერძოდ, ბელორუსში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთის ხელისუფლებამ 4 მთავარი მოთხოვნა წამოაყენა: უკრაინის დემილიტარიზაცია, უკრაინის დენაციფიკაცია, უკრაინის მიერ ყირიმის რუსეთის შემადგენელ ნაწილად, ხოლო დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარება და უკრაინის ნეიტრალიტეტი და უბლოკო სტატუსი. უკრაიანის მხარე ამ მოთხოვნებს კატეგორიულად არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ბოლომდე იბრძოლებს ტერიტორიული მთლიანობისთვის. ამდენად ნაკლებსავარაუდოა, რომ რომელიმე მხარემ ანტალიის შეხვედრამდე პოზიციები შეიცვალოს. უკრაიანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოლაპარაკებებამდე აცხადებს:

„მე მზად ვარ შევხვდე მას, თუ ბატონ ლავროვს ნამდვილად სურს სერიოზული და შედეგიანი მოლაპარაკებების წარმოება. ყოველთვის მზად ვარ ველაპარაკო ნებისმიერ ადამიანს იმისათვის, რომ უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს, ჩვენი ქალაქები თუ სოფლები აღარ განადგურდეს.

შეხვედრისთანავე მას ძალიან მარტივად ვეტყვი:„ ბატონო ლავროვ, მე მჯერა, რომ ახლა შეხვედრას ვმართავ უკრაინის წინააღმდეგ დანაშაულისა და სასტიკი აგრესიის ორგანიზატორის თანამზრახველთან. ამასთან ერთად, ამ მოლაპარაკებების დროს, შეგიძლიათ შეწყვიტოთ ან შეეცადოთ, შეაჩეროთ მაინც ეს დანაშაული. ამიტომ მოდით სერიოზულად ვილაპარაკოთ.“

 ამის შემდეგ თუ ის სერიოზულად განწყობილი იქნება, ჩვენ აუცილებლად დავილაპარაკებთ როგორც სერიოზული დიპლომატები. თუ ბატონი ლავროვი ჩვენთან დაიწყებს აბსურდული პროპაგანდისტული წინადადებების გამეორებას, მაშინ ჩემგან, როგორც უკრაიანის საგარეო საქმეთა მინისტრისგან, მიიღებს მწარე სიმართლეს, რომელსაც იმსახურებს.“

რაც შეეხება სერგეი ლავროვს ჯერ-ჯერობით წინასწარი განცხადებები არ გაუკეთებია, თუმცა ნაკლებმოსალოდნელია შეხვედრაზე ულტიმატუმის შეცვლილი ტონი მოვისმინოთ. მიუხედავად იმისა, რომ უკრაიანას თითქმის მთელი მსოფლიო უჭერს მხარს, ცივილიზებული სამყარო ომის შეწყვეტას მოითხოვს, რომ რუსეთის ეკონიმიკა ჩამოქცევის წინაშე დგას, დღეს პუტინის რუსეთმა უკანდასახევი გზა აღარ დაიტოვა. უფრო მოსალოდნელია, ანტალიის შეხევდრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის საპროტესტო დემარშით დასრულდეს.

 

რუსუდან ხავთასი