ბათუმმა სუპერთასიც მოიგო

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ამ კვირაში აიღებს სტარტს, თუმცა სეზონი შეგვიძლია უკვე გახსნილად გამოვაცხადოთ. 20 თებერვალს, ქუთაისშ, საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის გათამაშებაში ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონი, ბათუმის „დინამო“ და თასის მფლობელი, თბილისის „საბურთალო“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა. საქმე პენალტების სერიამდე მივიდა და მატჩის გმირად ზღვისპირელთა კიპერი, ლაზარე კუპატაძე მოგვევლინაა, რომელმაც სამი პენალტი მოიგერია და სუპერთასის მოგებაში ლომის წილი დაიდო.

ბათუმის დინამომ სუპერთასი ისტორიაში მეორედ მოიგო და საქართველოს ჩემპიონატის ახალ სეზონთან ერთად, გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვისაც აქტიურად ძლიერდება. როგორც კლუბის ხელმძღვანელები გვპირდებიან, მთავარი მიზანი ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე გასვლაა და იმედია, 2004 წლის შემდეგ, ამას კიდევ ერთხელ მივაღწევთ. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ჯგუფურ ეტაპზე ერთადერთხელ, 2004 წელს თბილისის „დინამომ“ ითამაშა და მაშინ დედაქალაქურ გუნდს ბათუმელთა ამჟამინდელი თავკაცი, გია გეგუჩაძე წვრთნიდა.