ორი ოქრო ისრაელიდან

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მას შემდეგ, რაც ძიუდოისტთა ნააკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება, ბევრი ფიქრობდა, რომ -100 კილოგრამში საქართველოს პრობლემები ექნებოდა, რადგან ამ წონაშ ძალიან ახალგაზრდები ჭიდაობენ. ამის მიუხედავად, არაერთი სპეციალისტი ამბობდა, რომ 20 წლის ილია სულამანიძე სულ მალე დაიმკვიდრებდა ადგილს არამარტო ეროვნულ გუნდშ, არამედ დიდ ტურნირებზეც ფავორიტის სტატუსით ჩავიდოდა. გასულ წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე ილიას მიერ მოპოვებულმა ბრინჯაოს მედალმა ამის რწმენა უფრო შეგვმატა და აგერ, გასულ კვირას, თელ-ავივში გამართულ გრან-პრიზე, ილიამ საოცრად იჭდავა, ყველა შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო, რაც მთავარია, ბეჭებზე სახელოვანი და გამოცდილი მეტოქეები გააკრა და ოქროს მედალი მოიპოვა.

პირველობა არავის დაუთმო მძიმე წონაში მოასპარეზე გურამ თუშიშვილმაც. ილიას დარად, გურამმაც დამაჯერებლად იასპარეზა და ფინალში ერთ-ერთი ტიტულოვანი და ყველაზე გამოცდილი მეტოქე, ბრაზილიელი რაფაელ სილვა დაამარცხა. ბიჭების ოქქრომდე, პირველობის შანსი ეთერ ლიპარტელიანსაც ჰქონდა, თუმცა, სამწუხაროდ, მან გადამწყვეტი შეხვედრა წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.