ხვიჩას გარეშე „ნაპოლი“ განადგურდა, მამარდამ ისევ იფრინა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სანაკრებო ბატალიების დასრულების შემდეგ, ნაკრების წევრები კლუბებს დაუბრონდნენ. სოწრედ ნაკრებში მიღებული ტრავმის გამო, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ვერ დაეხმარა, რომელიც უშუალო კონკურენტ „ატალანტას“ მასპინძლობდა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქართველის გარეშე, ნეაპოლური კლუბი, ერთი უფანტაზიო, არაფრისმაქნისი ბანდაა და თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, არავის გაჰკვირვებია, რომ „ნაპოლიმ“ 0:3 წააგო. შემდეგ ტურში ნეაპოლელები „მონცას“ ხვდებიან და გულშემატკივრები ამბობენ, თუ ხვიჩა არ ითამაშებს, მათთანაც კი დავმარცხდებითო.

მორიგი მშრალი მატჩი ჩაატარა გიორგი მამარდაშვილმა. „ვალენსიამ“ „მალიორკას“ უმასპინძლა და წესითა და რიგით, უნდა მოეგო, მაგრამ გოლის გატანავერ მოახერხა. სამაგიეროდ, მამარდამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უმაღლესი დონის მეკარეა და რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ სიაში მეეშვიდე ნომერი ტყუილად არ არის. ჰო, მსოფლიოს უძვირეს კიპერებს შორის, ქართველი მეკარე მეშვიდეა და მისი სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა ზურიკო დავითაშვილს. მისი „ბორდო“ „პარიზს“ 3:3 დაუზავდა, მაგრამ ქართველზე აუგს ვერავინ იტყვის, ზუკამ გოლიც გაიტანა, საგოლე გადაცემაც შეასრულა და თანაგუნდელთა შორის საუკეთესოც იყო. ამის მიხუედავად, გუნდის თავკაცმა დავითაშვილზე თქვა, ბევრად მეტი შეუძლიაო და იმედია, ეს ბევრად მეტი, ევროპის ჩემპიონატზე გამოჩნდება.

სრული 90 წუთი ითამაშა „მეცის“ შემადგენლობაში გიორგი მიქაუტაძემ ,მაგრამ მისი გუნდი „მონაკოსთან“ საკუთარ მოედანზე, უშანსოდ, 2:5 დამარცხდა. ჟორჟის კლუბს ქვედადივიზიონში დავეითებისაგან სასწაული თუ იხსნის და ეს სასწაული თავად ფეხბურთელებმა უნდა მოახდინონ.

ძირითად შემადგენლობაში დაიწყო მატჩი ბუდუ ზივზივაძემ. მისი „კარლსრუე“ გელზენკირხენში „შალკეს“ სტუმრობდა და შეხვედრა უგოლო ფრედ, 0:0 დასრულდა. ბუდუ 69-ე წუთზე შეცვალეს.