ექსკლუზივი უკრაინიდან - "ოკუპანტები კოლონებით მოდიან, მაგრამ უფრო გავერთიანდებით და არ დავნებდებით!"

ექსკლუზივი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მერვე დღეა, რაც უკრაინაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა  გამოაცხადასამხედრო ოპერაციადა უკრაინის მიმართულებით  სარაკეტო დარტყმები დაიწყო, მათ შორის დედაქალაქ კიევთან ახლოს. ამჟამად, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სახმელეთო შეტევასთან ერთად სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებს მიმართავს. ხდება მჭიდროდ დასახლებული ქალაქების დაბომბვა, რის შედეგადაც არის მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში. დანგრეულია ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები, საბავშვო ბაღები, სკოლები და სხვადასხვა დაწესებულებაუკრაინიდან ლტოლვილი ადამიანების რიცხვმა 1 მილიონს მიაღწიაგაეროს განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, 1 კვირაზე ნაკლებ დროში, ქვეყნის მოსახლეობის 2%-ზე მეტი იძულებული გახდა, საცხოვრებელი ადგილი და ქვეყანა დაეტოვებინაყველაზე მასობრივი ევაკუაცია ხარკოვიდან მოხდა, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქიდან, რომელსაც რუსული ჯარები დღემდე უტევენ და ბომბავენ. ამავდროულად, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მე-8 დღეს, რუსეთის  შეიარაღებული ძალები მნიშვნელოვან დანაკლისს განიცდიან, დაიღუპა დაახლოებით 9 ათასი რუსი ჯარისკაცი. თუმცა, საომარი მოქმედებები კვლავ აქტიურად მიმდინარეობს. გასული  ღამის განმავლობაში განგაშის სიგნალის ხმა ისმოდა ხმელნიცკში, ჟიტომირში, მიკოლაივში, ჩერნიგოვში, ჩერკსში, ზაპოროჟიეში, ოდესასა და სხვა ოლქებში.

იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებიან უკრაინის მოქალაქეები, რას ფიქრობენ და რა ვითარებაა ახლა მათთან, „ვერსია“ , ქალაქ მიკოლაევში მცხოვრებ მოქალქეს, ვიქტორია კოგანს ესაუბრა. 

_ვიქტორია, პირველ რიგში, გვაინტერესებს ახლა რა ხდება მიკოლაივში, სადაც თქვენ იმყოფებით?

_მიკოლაევი ახლა გარშემორტყმულია რუსული ჯარების მიერ. გუშინ, დილის 9 საათიდან საჰაერო თავდასხმის გაფრთხილებაა. ჩვენი ქალაქი მე-7 დღეა, თავს იცავს. მაგრამ ჩვენ არ ვიცით რამდენ ხანს გავძლებთ, ოკუპანტები აქ კოლონებით მოდიან. ამ დროის უმეტეს ნაწილს “ბუნკერში“ ვატარებთ. ქალაქში ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი განადგურებულია. არის საკვების დიდი პრობლემა. რამდენიმე მაღაზია ღიაა, ხოლო ის, რომელიც ღიაა, ცარიელია. მიკოლაევის მახლობლად მცხოვრებნი შიშველი ხელებით გამოდიან რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ და იცავენ ჩვენს მიწებს.

_სხვა ოლქებში რა მდგომარეობაა, ამის შესახებ თუ ფლობთ ინფორმაციას?

_ხერსონის ოლქში, ხარკოვში და კიევში, კოშმარი ხდება, მშვიდობიან მოსახლეობას ესვრიან, ეს საშინელებაა. ჩვენ არ გვინდა "რუსეთის განთავისუფლება". მის გარეშე კარგად ვიყავით. ეს არის საშინელი ტრაგედია მთელი უკრაინელი ხალხისთვის. უკრაინელები კიდევ უფრო გაერთიანდნენ, ჩვენ არ დავნებდებით.

_ვიქტორია, წლებია, რუსეთის და უკრაინის მოქალაქეები ერთმანეთში კარგ დამოკიდებულებას ინარჩუნებდნენ, ასევე, როგორც იცით,  ბევრმა რუსმა დაგმო მიმდინარე მოვლენები, ახლა რა განწყობა არის უკრაინელებში მათ მიმართ?

_ყველაზე საშინელი საინფორმაციო ომია. ბევრი რუსი, პირადად ჩემთვისაც კი, საზიზღარ რაღაცებს წერს. რატომ არის სამყარო ასეთი სასტიკი? ისინი გვწერენ, რომ ეს არის ის, რაც გჭირდებათ? რა საჭიროა? იმიტომ რომ უკრაინაში ვცხოვრობ? იმიტომ რომ მიყვარს ჩემი ქვეყანა? რუსეთის სახელის გაგონებაც არ გვინდა, იმ მცირე პროცენტსაც კი, რომელიც ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა. გვაინტერესებს, რა ნაციზმისა და გენოციდისგან გვიხსნიან?!

_რა მოლოდინი გაქვთ, თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები?

_ჩვენ ძალიან მოუთმენლად ველით სხვა ქვეყნების მხარდაჭერას. ვიმედოვნებთ, რომ ერთად შევაჩერებთ პუტინის ქმედებებს. რა თქმა უნდა, რუსული ჯარები აქ დიდ ზარალს განიცდიან. მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ ისინი არ დაიხევენ, მათ სურთ ჩვენი დანებება და ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას. სად შეიძლება დასრულდეს ეს? - არ ვიცით... ჩვენ გვესმის, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და ძალიან საშინელია.

 ავტორი: ია გრიგალაშვილი